დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეროვნული პარკების კვირეული ეკოსაგანმანათლებლო პროექტით „ვიცავთ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში დაიწყო

19.04.2024წ.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეროვნული პარკების კვირეული ეკოსაგანმანათლებლო პროექტით „ვიცავთ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება“ და „ადამიანის უფლებები გარემოსდაცვით სფეროში“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და წარმოადგინონ ნამუშევრები თემაზე -„ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ესეს, ფოტო-სურათის ან ნახატის სახით. კონკურსში საუკეთესო ნამუშევრის ავტორები დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.
ეროვნული პარკების კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრილის ბოლო კვირის განმავლობაში. კვირეულის ფარგლებში, დაცული ტერიტოროების სააგენტოს მიერ, კიდევ არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.
ეროვნული პარკების კვირეული დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გოპას და ეკოვიჟენის მხარდაჭერით აღინიშნება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.