დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ონის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც შეუერთდა

17.09.2021წ.

დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ ონის მუნიციპალიტეტის მერია წელსაც შეუერთდა.
17 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო .
დასუფთავების მსოფლიო დღეს მთელი საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 17-19 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასუფთავების აქციები გაიმართება.
ცნობისთვის, საერთაშორისო კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს აერთიანებს. დღეს, მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.
დასუფთავების აქციები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ