დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, სამუშაოს მაძიებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

04.04.2024წ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, სამუშაოს მაძიებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებმა მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის და მისი პროგრამების შესახებ. გაეცნენ სახელმწიფო სერვისებს, დასაქმებისა და კარიერული გაძლიერების შესაძლებლობებს, რომლებსაც სააგენტო მათ სთავაზობს.
საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პროცესში, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პასუხები.
სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაოს მაძიებლებს სხვადასხვა სფეროებიდან მიმდინარე ვაკანსიები შესთავაზეს და მსურველები ადგილზე დაარეგისტრირეს სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, რომელმაც სტუმრებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ინფორმაციისთვის.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ცნობიერების გაზრდა იყო

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა