დავით ჩიკვაიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან

27.05.2020წ.

27 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩიკვაიძის განცხადებით, წარმომადგენლებმა სისტემატურად უნდა მიაწოდონ მოსახლეობას საჭირო ინფორმაციები, სიახლეები და თავიანთ თემებში დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე დროულად უნდა წარმოადგინონ სოფლის საჭიროებები, რომ მოხდეს პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით კი უნდა მოეკიდონ სოფლებში მიწის დარეგისტრირების საკითხს და ეს უნდა მოხდეს კანონის სრული დაცვით,
შეხვედრას ესწრებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ონის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ლობჯანიძე, რომელმაც წარმომადგენლებს ახალი აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. პროგრამის მიზანია ერთწლოვანი და მრავალწლიანი სასოფლო- სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს