გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. 26 ნოემბერს, ქალაქ ონში საზეიმოდ აღინიშნა მურმან ლებანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო თარიღი

26.11.2022წ.

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
26 ნოემბერს, ქალაქ ონში საზეიმოდ აღინიშნა მურმან ლებანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო თარიღი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს მურმანის ძეგლი.
კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში მოეწყო გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილი იყო პოეტის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ კონკურსში “საუკეთესო კალიგრაფი და მურმან ლებანიძის პოეზია“ მონაწილე ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები. ასევე, “ონის მუნიციპალიტეტის ტურისტულმა საინფორმაციო ცენტრმა”წარმოადგინა რაჭის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ფოტოები და მაისურები, რომლებზეც დატანილი იყო ფრაზები მურმან ლებანიძის ლექსებიდან.
საიუბილეო საღამოზე პოეტი გაიხსენეს მისმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებმაც ისაუბრეს მურმანის შემოქმედებაზე და იმ საოცარ თვისებებზე, რომლითაც მრავლად იყო დაჯილდოებული პოეტი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადისა და თეატრის ვარსკვლავებმა, ძველმა და ახალმა თაობამ.
საღამოს დასასრულს საზოგადოებას მიესალმნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი და მუნიციპალიტეტში ვიზიტად მყოფი ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ვესელინ ვალკანოვი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა კონკურსში “საუკეთესო კალიგრაფი და მურმან ლებანიძის პოეზია”გამარჯვებული ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვეს პოეტის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ალბომებით.
მურმან ლებანიძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა – დავით დაუშვილმა დააწესა ფულადი პრემია, რომელიც გადაეცა რეგიონის წარმატებულ სტუდენტებს, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ასევე, აღნიშნული პრემიით დაჯილდოვდა წარმატებული ონელი სპორტსმენი – მირიან მაისურაძე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა