განცხადება

15.03.2023წ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 17 მარტს, 17.30 საათზე, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ( III სართული), ამბროლაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.
დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ მობრძანდეთ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს