განცხადება

29.07.2021წ.

მოსახლეობის საყურადღებოდ!!!
26 – 29 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა:
ონი – 6;
სოფლები: ღები – 8, ლაგვანთა – 4, ღარი – 6, ქვედი – 3.
მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
მიმდინარე წლის 10 ივნისიდან 26 ივლისის ჩათვლით, ონის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებული მოქალაქეებიდან, 34 ბავშვია – 5 დღის ასაკიდან 16 წლის ჩათვლით!
მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ და ვთხოვთ!!!
გაუფრთხილდით საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
მოერიდეთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას და დაიცავით 1,5-2 მ. დისტანცია.
დაიცავით ხელების ჰიგიენა და ხველის ეტიკეტი
გამოიყენეთ პირბადე როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.
საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით უბნის ექიმს ტელეფონით.
კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
ნონა ბაკურაძე ტელ: 599 93 11 92

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა