02.08.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტს აქვს პატივი, მოსახლეობის თხოვნით, მადლობა გადაუხადოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სტიქიის ზონის სოფლებში დარჩენილი მოსახლეობისთვის დასახმარებლად გაწეული სამსახურისთვის და თავდადებული შრომისთვის.
მოსახლეობის მიერ გამოთქმულ მადლიერებას სიამოვნებით უერთდება ადგილობრივი ხელისუფლება, მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სტიქიის ზონაში არსებული სოფლების მოსახლეობის დასახმარებლად