განათლების საერთაშორისო დღე

24.01.2022წ.

2022 წლის 24 იანვარს , ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საამაყო ქართველის და რაჭველის სიმონ სხირტლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი თემატური საღამო: „მოძღვარი” გაიმართა, რომელიც განათლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე პოეტმა ანა ერისთავმა ისაუბრა დიდი პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის სიმონ სხირტლაძის ოჯახის, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო დღე 2019 წელს პირველად აღინიშნა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა