გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

08.06.2022წ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, ონის მუნიციპალიტეტების მერი – სერგი ხიდეშელი და შერჩეული მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების წარმომადგენლები დაესწრნენ. იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე ათეას აღმასრულებელ საბჭოს წარედგინათ ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და დამტკიცდა ათეას გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობა.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში თორნიკე სამხარაძეს და მესამე პრიზიორ ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა

4 თებერვალს, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და მოადგილე ირმა ჩიხრაძე