გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ფაზა 2”-ის ფარგლებში, ქ.ბათუმში, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოდგენლებთან ჩატარდა ტრენინგი, თემაზე – „მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში“

15.02.2022წ.

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ფაზა 2”-ის ფარგლებში, ქ.ბათუმში, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოდგენლებთან ჩატარდა ტრენინგი, თემაზე – „მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში“.
ღონისძიებაზე დეტალურად იქნა განხილული ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტების როლი ეკონომიკის განვითრებაში, ბიზნესის მხარდამჭერი მექანიზმები, მუნიციპალიტეტების საინვესტიციო პოტენციალი და გამოწვევები.
ტრენინგს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი ესწრებოდა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა