ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

30.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის  შედეგად 12 სოფელი კავშირს მოწყდა , დაზიანდა 10 ხიდი, სოფლებს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი და განგურდა შიდა სასოფლო გზები.

ბოლო ინფორმაციით  ხუთ სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა, შვიდ სოფელი რჩება მოწყვეტილი გარე სამყაროს, გავრცელებული ინფორმაციით  ორშაბათამდე კიდევ ორ სოფელთან უნდა აღდგეს კავშირი.

შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გომი, ჯინჭვისი, ჟამიერეთის მხარეს.

სტიქიის შედეგად ოთხი სოფელი გარესამყაროს  დაახლოებით ერთი თვე იქნება მოწყვეტილი, ესენია: ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუნ ერთი თვე დასჭირდება.

სამუშაოების დაწყება ისევ ვერ ხერდხება სოფლებში – დიდი და პატარა ღები, შოვი, გლოლა და ჭიორა.

დაზიანდა 10 ხიდი, აქედან ოთხი სრულად აღდგენას საჭიროებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები კურორტ შოვში.

დილიდან განახლდა სამუშაოები სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით.

ონს წყალი  ალტერნატიული ქსელით მიეწოდება და ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რომ დროულად მოახდინონ  დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია და უკვე  დღის ბოლოს აღდგენილია 10 სოფლის ელექტროენერგიით მომარაგება.

გარესამყაროს მოწყვეტოლი სოფლების მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს  ვერტმფრენებით მიეწოდება საჭირო საკვები პროდუქტი და მედიკამენტები.

პროცესში ჩართულები არიან  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

სტიქიის მიერ ყველაზე მატად დაზიანებულ ადგილებში მუშაობას აგრძელებენ გეოლოგები

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა