ბიზნესმენმა იაგო გოგრგიჭიანმა სოფელ ღების ყველა ოჯახს საჩუქრად სასურსათო კალათა გადასცა

17.04.2020წ.

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მრავალმა ონელმა გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და შეძლებისდაგვარად დაეხმარა შეჭირვებულ თანამოქალაქეებს.კეთილი გმირების სიას დაემატა ღირსეული რაჭველის, ქველმოქმედის,მეცენატის, თავის ხალხზე და სოფელზე შეყვარებული ადამიანის იაგო გოგრიჭიანის სახელი, რომელმაც გლობალური საფრთხის დროს არ დაივიწყა თავისი ხალხი და სოფელ ღების ყველა მაცხოვრებელს საჩუქრად სასურსათო კალათა გამოუგზავნა.მიმდინარე წლის 16 აპრილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის რწმუნებულთან და დეპუტატთან ერთად, სოფელ ღების ყველა მაცხოვრებელს, იაგო გოგრიჭიანის მიერ სიყვარულით და პატივისცემით გაკეთებული საჩუქარი პირადად გადასცეს. სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, შეუფასდება თუ არა მას სიკეთე, რომელიც უანგაროდ გასცა. სიკეთის ქმნა მისი სულიერი მოთხოვნილებაა . მადლობა მას, იმიტომ რომ არსებობს, იმიტომ რომ მას სიყვარული შეუძლია და ფიქრობს სხვის კეთილდღობაზე.
ახალმა განსაცდელმა დაანახა სამყაროს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი და ის მუდამ ყურადღების ეპიტცენტრშია, გვჯერა , რომ ხვალ კეთილი გმირების სახელებს კიდევ მეტი სახელი დაემატება , ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით მრავალ განსაცდელს დავამარცხებთ და ვიზეიმებთ ბედნიერ გაზაფხულს.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.