7
21.09.2024წ.
ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დავით დაუშვილმა, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების 2024 წლის წარმატებული პირველკურსელი ახალგაზრდები და “ სოფლის ერთგული” – ქალბატონი შქმერიდან მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.
2022 წელს დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილეზე, ბატონმა დავითმა დააწესა მურმან ლებანიძის პრემია, ფულადი ჯილდო, რომლითაც ყოველწლიურად ჯილდოვდებიან წარმატებული სპორტსმენები, წარჩინებული ახალგაზრდები და სოფელში მცხოვრები „სოფლის ერთგული“ ადამიანები.
წელს რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა სოფელ შქმერში, დავით დაუშვილის ოჯახში, სადაც მურმან ლებანიძის სახლობის პრემიით დაჯილდოვდნენ 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნულ გამოცდებში მიღებული საუკეთესო შედეგებისთვის ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ორი წარჩინებული ახალგაზრდა – გიგა რაზმაძე (ონი) , ელენე გოლეთიანი ( ამბროლაური), ასევე 2024 წლის “სოფლის ერთგულის” სიგელი და მურმან ლებანიძის პრემია გადაეცა სოფელ შქმერის მკვიდრს – თამარ სულთანიშვილს.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს დავით დაუშვილს კეთილი საქმისთვის, ქველმოქმედებისთვის და ახალგაზრდა თაობის წახალისებისთვის!