ბიზნესლიდერთა ფედერაცია ”ქალები მომავლისთვისა”, ”ეივონ კოსმეტიკის საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით იწყებს საქველმოქმედო პროექტს.

08.10.2021წ.

პროექტის მიზანია ოქტომბერში, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით ერთობლივი საქველმოქმედო კამპანიის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით.
უფრო კონკრეტულად კი საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის ქალი უფასოდ მიიღებს:
ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის საჭირო მამოლოგის, ენდოკრინოლოგისა და რადიოლოგის მომსახურებას.
კამპანია განხორციელდება 8-31 ოქტომბრის პერიოდში და არჩევანი შეჩერებულია კონკრეტულად იმ რეგიონებზე, სადაც არ მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა. შესაბამისად, აღნიშნული სერვისების ხელმისაწვდომობა არ არის ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს რეგიონებია: მესტია, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, გარდაბანი, ოზურგეთი, ქობულეთი, ჭიათურა, ზესტაფონი და თელავი.
მომსახურების მიხედვით კლინიკების ჩამონათვალი  ონში კი ასეთია:
ონი- 15-16 ოქტომბერი შპს ”რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” ქ. ონი ვახტანგ მე-6 ქ.10 (09:30/20:00 სთ);
მომსახურების სარგებლობისთვის საჭიროა, მსურველებმა აღნიშნული რეგიონებიდან დარეკონ ცხელ ხაზზე- 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო