მხიარული განწყობა შექმნეს სკოლების მიერ წარმოდგენილმა კოსტუმირებულმა ზღაპრის გმირებმა
1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
14:00 საათზე გიგა ჯაფარიძის სახელობის პარკში მოეწყო ონის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
მხიარული განწყობა შექმნეს სკოლების მიერ წარმოდგენილმა კოსტუმირებულმა ზღაპრის გმირებმა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღია ცის ქვეშ ფლეშმობი და სხვა გასართობი აქტივობები.
სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს ბავშვების საზეიმო და სადღესასწაულო სახის მოხატვაზე.
სკოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ონის კულტურის ცენტრის, სამუსიკო სკოლის და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა.
15:00 საათზე გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართა საზეიმო ღონისძიება ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.