47
01.01.2022წ.
ახალი წლის ღამეს. ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი , საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ალავერდი ხვედელიანი სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციის და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელებთან შობა-ახალი წლის მისალოცად მივიდნენ.
საპატიო პროფესიის ადამიანებს, რომლებსაც სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დღესასწაულებზეც სამსახურში ყოფნას ავალდებულებთ. ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ახალი წელი პირადად მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს წლების მანძილზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. წარმატება და მშვიდობიანი წელი უსურვეს მათ