ახალი ინფორმაცია სტიქიის შესახებ

29.07.2020წ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის, საგანგებოდ შექმნილია შტაბი , რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს.

საგანგებოდ შექმნილ შტაბში ხდება სიტუაციის შესწავლა და საჭიროების მიხედვით ხორციელდება მოსახლეობის ევაკუაცია, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას მიეწოდება წყალი, მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.

ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 15 არასრულწლოვანი.

ის ადამიანები, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ ,ასევე ევაკუირებულნი არიან სტიქიის ზონიდან. ამ დრომდე არ ფიქსირდება ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება, თუმცა სამუშაოების შესრულებას რთული რელიეფი აფერხებს. ამ დრომდე ვერ ხერხდება ყველა შემოვლითი გზის მოწყობა.

მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიის აღდგენასთან დაკავშირებით. ქალაქ ონში მთლიანად აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა გზის დაზიანების გამო სამუშაო პროცესი შეფერხებულია სტიქიის დანარჩენ ადგილებში. მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ელექტროებერგია არ მიეწოდება, ვერტმფრენის საშუალებით დაურიგდებათ ფანრები.

ასევე, 400 – მდე აბონენტს , ვისაც წყლის მიწოდება შეუწყდა სპეციალური ავზებით მიაწვდიან მას.

დაწყებულია გზის აღდგენის სამუშაოები სოფელ ნაკიეთიდან, თუმცა გარკვეული გზის მონაკვეთების აღდგენას შესაძლოა 10-12 დღეც დასჭირდეს.

ბოლო ინფორმაციით დაზიანებულია ორი სახლი, თუმცა ინფორმაცია საბოლოო არაა.

 

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგი ხიდეშელთან, საკრებულოს თავმჯდომარე, ბაჩანა მარკოიშვილთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წედისის და კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ქალაქ ონის გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა