ახალგაზდებო, გილოცავთ სტუდენტობას

31.08.2021წ.

ახალგაზდებო, გილოცავთ სტუდენტობას!
ჩემო საამაყო ახალგაზრდებო, გილოცავთ ცხოვრების გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს, რომელიც თქვენი განვლილი გზის, ერთგვარი შეჯამება და მომავლის საფუძველია.
სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ცოდნის და განათლების მისაღებად. ონელი აბიტურიენტები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მიღწეული წარმატებებით. ტრადიცია გრძელდება და ეს ძალიან გვახარებს. თქვენს ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის ხვალინდელი დღე.
გისურვებთ წინსვლას, განვითარებას, ახალ – ახალ მიღწევებს და დიდ წარმატებებს ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე!
სტუდენტობის პერიოდში მიღებული ხარისხიანი განათლების შემდეგ საკუთარ გამოცდილებას, ნიჭსა და უნარებს გონივრულად მოახმართ მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყნას. თქვენი სახით გვეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა.
კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა გისურვოთ ამ გზაზე,!
მუდამ თქვენი გულშემატკივარი და მეგობარი დავით ჩიკვაიძე ონის მუნიციპალიტეტის მერი

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო