ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და შპს “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” ინიციატივით, მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა აქცია “გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი”.
აქციის მიზანია დონორული სისხლისგან კომპონენტის დამზადება და როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილური კლინიკების მომარაგება.
სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას გიხდით სისხლის უანგარო დონაციისთვის