0
27.08.2024წ.
26 – 27 აგვისტოს, ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე მასტერ ლიგის ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონზე გაიმართა ტურნირი მუნიციპალიტეტის თასის პირველობა 7×7-ზე ფეხბურთში.
ტურნირში ღარის, კორუხის, ონჭევის, ლაჩთის, გონას, მოჭიდავეების, მოედნის და ღების მოხალისეთა 8 გუნდი მონაწილეობდა.
მუნიციპალიტეტის თასის პირველობა ღარის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ღების გუნდი დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ დავით ბერელიძე დასახელდა.
საუკეთესო მცველი – ლევან ანთაძე.
საუკეთესო ნეხევარმცველი – თორნიკე გავაშელიშვილი
საუკეთესო თავდამსხმელი – შოთა ჯიშკარიანი.
საუკეთესო ტექნიკური ფეხბურთელი – ბექა ორდინიძე
საუკეთესო ფეხბურთელი – მიშიკო ჯიშკარიანი.
ტურნირის ბოლოს ღარის და ღების გუნდის წევრები მედლებით და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.