0
19/07/2024
ქალაქ ონში, ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე 7 X 7 -ზე მასტერ ლიგის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე გიორგი (ბოკვერა) კირვალიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.
ტურნირი ჩატარდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა “მამისონის” და რაჭა – ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით.
ტურნირში მონაწილეობდა შვიდი გუნდი:
1. ქ.ონის გუნდი – “ონელი”
2. ქ.ონის გუნდი – “მოედანი”
3. ქ.ონის გუნდი – “სამოცბინიანი”
4. სოფ.ღარის გუნდი – “ღარი”
5. სოფ.ღების გუნდი – “ღები”
6. სოფ.გლოლის გუნდი.
7. “მოჭიდავეების” გუნდი.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ოშხერელი.
ტურნირის მონაწილეები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ:
ტურნირის საუკეთესო მეკარე – ნიკა ჯიჯეიშვილი.
ტურნირის ტექნიკური მოთამაშე – თორნიკე ბერელიძე.
ტურნირის საუკეთესო თავმდამსხმელი – დავით ბოხაშვილი.
ტურნირის პერსპექტიული მოთამაშე – გიორგი გავაშელიშვილი.
ტურნირის საუკეთესო მცველი – გიორგი გოგრიჭიანი.
ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი – ანდრო მეტრეველი.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ბექა ჯელაძე.
მონაწილე გუნდებს გადაეცათ თასები და ფასიანი საჩუქრები.
გამარჯვებულ გუნდს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა და მოადგილე-გიორგი მარკოიშვილმა ფულადი ჯილდო გადასცა.