ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სისტემის დანერგვის მიმართულებით, რომელიც სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას ისახავს მიზნად

by magda

22.07.2024წ.

ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სისტემის დანერგვის მიმართულებით, რომელიც სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჩართულობით „ადრეული და სკოლამდელი განათლების სერვისების დივერსიფიკაციის კონცეფციის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე, მომხსენებლებმა სამინისტროსა და JICA-ს მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები წარადგინეს, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების და ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის და საჭიროებების ანალიზს მოიცავდა. ასევე, წარდგენილ იქნა UNICEF-ის მიერ განხორციელებული კვლევის – „ევროპასა და შუა აზიაში სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაცია“ ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ დმანისისა და ონის მუნიციპალიტეტებში საპილოტე რეჟიმში უკვე დაინერგა ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ალტერნატიული სკოლამდელი განათლების მოდელები.
სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის შედეგად, მუნიციპალიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სკოლამდელი განათლების მიწოდების მოქნილი და ხარჯთეფექტური მოდელით, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე იქნება მორგებული.

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content