ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

17.11.2022წ.

ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ონის მუნიციპალიტეტი, ქალაქ ონს და 64 სოფელს მოიცავს, რომლებიც 19 ადმინისტრაციულ ერთეულისგან შედგება. თითოეულ მათგანში საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, სადაც ონის მუნიციპალიტეტის დასახლებებში გასამართი კრების უფლებამოსილმა პირებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საპროექტო წინადადებების სახელმძღვანელოს შესაბამისად, საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის შესახებ, მოსახლეობას გაუწიეს კონსულტაციები.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც დაფინანსდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში”.
ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა შემდეგი პროექტები:
წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სანიაღვრე არხების მოწყობა.
შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
გარე-განათების მოწყობა.
სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა.
სველი წერტილების მოწყობა.
მდინარეზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირის მოწყობა.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 2023 წელსაც გრძელდება და მოსახლეობას საშუალება მიეცემა საერთო კრების ფორმატში წარმოადგინონ და მხარი დაუჭირონ სოფლისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტულ საკითხებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ