ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით უფასო მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.

04.12.2023წ.

ქ. ონში 2-3 დეკემბერს, ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით უფასო მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.
ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქ.ქუთაისის შპს „ენდოკრინოლოგიური ცენტრის“ ექიმებმა ჩაუტარეს.
უფასო სამედიცინო აქცია ქ.ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 150 პაციენტმა სხვადასხვა პროფილაქტიკური მიმართულებით მიიღო.
პაციენტებს დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა:
ენდოკრინოლოგიური;
ნევროპათოლოგიური;
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგიური;
ექოსკოპიური.
ასევე, ლაბორატორიული კვლევები:
გლუკოზის განსაზღვრა;
სისხლის კლინიკური ანალიზი;
რკინის განსაზღვრა სისხლში;
მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში;
კალციუმის განსაზღვრა სისხლში;
კალიუმის განსაზღვრა სისხლში;
TSH ჰორმონის განსაზღვრა;
D ვიტამინის განსაზღვრა;
პროლაქტინის განსაზღვრა;
ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
ქოლესტერინის განსაზღვრა.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა