5
04.12.2023წ.
ქ. ონში 2-3 დეკემბერს, ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით უფასო მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.
ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქ.ქუთაისის შპს „ენდოკრინოლოგიური ცენტრის“ ექიმებმა ჩაუტარეს.
უფასო სამედიცინო აქცია ქ.ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 150 პაციენტმა სხვადასხვა პროფილაქტიკური მიმართულებით მიიღო.
პაციენტებს დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა:
ენდოკრინოლოგიური;
ნევროპათოლოგიური;
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგიური;
ექოსკოპიური.
ასევე, ლაბორატორიული კვლევები:
გლუკოზის განსაზღვრა;
სისხლის კლინიკური ანალიზი;
რკინის განსაზღვრა სისხლში;
მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში;
კალციუმის განსაზღვრა სისხლში;
კალიუმის განსაზღვრა სისხლში;
TSH ჰორმონის განსაზღვრა;
D ვიტამინის განსაზღვრა;
პროლაქტინის განსაზღვრა;
ღვიძლის ფუნქციური სინჯები;
ქოლესტერინის განსაზღვრა.