ააიპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

02.02.2022წ.

მიმდინარე წლის 2 თებერვალს ააიპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
პოეტმა ანა ერისთავმა ისაუბრა ზოგადად წიგნის მნიშვნელობაზე, ასევე წიგნიერი თაობის უმნიშვნელოვანეს როლზე ქვეყნის განვითარების საქმეში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აქტიური ახალგაზრდა მკითხველები, რომლებმაც წაიკითხეს მურმან ლებანიძის, დანიელ ხახიაშვილის და ანა ერისთავის ლექსები. ასევე ისაუბრეს საყვარელ წიგნზე და მათ ავტორებზე.
აღსანიშნავია, რომ „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
2022 წელს, თებერვლის თვეში, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, უკვე მეშვიდედ ტარდება,
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია “Litworld”-მა გამოაცხადა, რომლის მიზანია, საქართველო შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას და მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის კიდევ ერთხელ წარმოჩენას.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საკალათბურთო ტურნირის გახსნას დაესწრო

2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის   მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

ქალაქ ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში გაიმართება ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის, თბილისის დინამოს“ მწვრთნელის,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის,საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის – ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში