ქალაქ ონში შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკა” ჩამოიტანეს

by magda

15.03.2021წ.

4 მარტს, ქალაქ ონში, ჩამოიტანეს შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკას“ 70 დოზა, რომელიც განკუთვნილია ყველაზე პრიორიტეტული და მაღალი რისკის მქონე ჯგუფის-მედიცინის მუშაკებისთვის.
 ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მინიჭებული აქვს ავტორიზაცია გადაუდებელი მოხმარებისათვის და საქართველოში დადგენილი კანონმდებლობით მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ, ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
 ვაქცინა წესების სრული დაცვით განთავსდა ონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სავაქცინო მაცივარში.
 ჩვენი მუნიციპალიტეტი მედიკოსების აცრებში ჩაერთვება 18 მარტიდან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content