75
26.07.2021წ.
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამა იწყება!
პროგრამა ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს.
პროგრამით დადგენილი პირობით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი.
თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე განისაზღვარა შემდეგი პირობით
თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე თანხას, თანადაფინანსება შეადგენს სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 35%-ს
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 20,000 – ლარიდან 100,000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში თანადაფინანსება შეადგენს ღირებულების 35% -ს
თუ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100,000 ლარს თანადაფინანსება განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30%-ს
ამავე პირობებით დაფინანსდება 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან“ სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის კომბაინების შესყიდვა.
პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2021 წლის სექტემბრიდან, ელექტრონული ფორმით. პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების განხილვა განხორციელდება წარმოდგენილი განაცხადების რიგითობის შესაბამისად.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ აგვისტოს თვეში იქნება ხელმისაწვდომი.