4
28.01.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დღეს დილიდან დაიწყო და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები ონი-შოვის, საგლოლო- ჭიორის და ირის მიმართულებებით.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულების სოფლებში: ღები, გლოლა, სომიწო, ბარი, საკაო, იწმინდება როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე სოფლის შიდა საუბნო გზები.
28 იანვარს, აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილესთან ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.