ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებული სამუშაოებისთვის 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 914.155 ლარი

by magda

22.01.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელებული სამუშაოებისთვის 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა 914.155 ლარი, შემდეგი მიმართულებით:
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება – 104.157 ლარი.
წყალანირების სისტემის მოწესრიგება – 57.938 ლარი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია – 87.679 ლარი.
გზების რეაბილიტაცია-მოწესრიგება – 183.387 ლარი.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია – 10 000 ლარი.
სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია – 34.995 ლარი.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია – 8.820 ლარი.
ქ. ონში არსებული სკვერის რეაბილიტაცია – 43.778 ლარი.
სხვა სამუშაოები (ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობა, სიჩქარის შემზღუდველების დამონტაჟება, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ტაძრების ეზოების შემოღობვა და სხვა) – 383.402 ლარი.
ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები 2022 წლის იანვრის თვიდან კვლავ აქტიურად გრძელდება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content