ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა

by magda

13.10.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ონის მუნიციპალიტეტის სპეციფიკაზე, ტურისტულ პოტენციალზე, სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს არსებული საჭიროებები და გამოწვევები.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს თემების უნარის გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკურ პროცესების მართვის, რისკების შემცირების და კრიზისული სიტუაციების და ადაპტაციის აღდგენის უნარის განვითარებას. ასევე, მიკრო და მცირე საწარმოების გაძლიერებას. სამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ საქართველოს და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას. ინვესტიციების მოზიდვას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და ეკონომიკის დივერსიფიცირების მიზნით.
პროექტი ითვალისწინებს გრანტების საშუალებით ინვესტიციების სტიმულირებას, პროგრამა გასცემს თანადაფინანსებაზე დაფუძნებულ გრანტებს, რომელთა მიზანია სისტემური გაუმჯობესების ხელშეწყობა კერძო და საჯარო სექტორების და დონორების მოზიდვით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content