5
05.01.2022წ.
ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის აღნიშნული გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ