163
09.12.2021წ.
5-9 დეკემბერს, ქალაქ ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა ონის ჭიდაობის განვითარების და მხარდაჭერის ფონდის დამფუძნებელი გიორგი მეშვილდიშვილი, რომელმაც 125 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გიორგი მეშვილდიშვილს ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას .
წარმატებებს უსურვებს სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში