16 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

16.10.2019წ.

16 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს : სოფლებში მიწის დარეგისტრირების საკითხს, თბობის სეზონისთვის მზადების პროცესს, წყალმომარაგების და ტყეკაფში მისასველ საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, ასევე სოციალურ თემატიკას , რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
მერის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მიწების დარეგისტრირების საკითხი, რათა გამოირიცხოს მიწის ფართობების უკანონოდ დასაკუთრება.
ემზარ საბანაძემ კიდევ ერთხელ,ხაზგასმით აღნიშნა მერის წარმომადგენლების უდიდესი პასუხისმგებლობის და ვალდებულების შესახებ, რომლებიც მათ სამსახურეობრივად მოსახლეობის წინაშე აკისრიათ. გარდა იმისა რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია იზრუნოს თავის თემში არსებული პრობლემების დროულ რეაგირებსა და მოგვარებზე, ისინი პასუხს აგებენ თითოეულ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯსა და მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მცირედ გადაცდომაზეც კი მერიის მხრიდან იქნება უმკაცრესი ზომები მიღებული, როგორც ეს რამოდენიმე წარმომადგენლის შემთხვევაში უკვე განხორციელდა და მათ დატოვეს სამუშაო ადგილები.
შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის სამასახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი, შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content