ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები ანი გამყრელიძე და ლუკა ჩიხრაძე საერთაშორისო გაცვლითი პროექტისა Youth Entrepreneurship Club- ის გამარჯვებულები გახდნენ

by magda

4.10.2019წ.

ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები ანი გამყრელიძე და ლუკა ჩიხრაძე საერთაშორისო გაცვლითი პროექტისა Youth Entrepreneurship Club- ის გამარჯვებულები გახდნენ .
პროექტის ფარგლებში შეხვედრა ჩატარდება მიმდინარე წლის 10-19 ოქტომბერს ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) და მონაწილეობას მიიღებს 6 ქვეყანა. .საქართველოდან მიემგზავრება 5 მონაწილე. საამაყოა აქედან ორი მათგანი ონის საჯარო სკოლის მოსწავლეა.
პროექტი დაფინანსებულია Erasmus ის მიერ. ტრენინგები ჩატარდება არაფორმალური განათლების სახით.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ნიჭიერ ახალგაზრდებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც მუნიციპალიტეტის და ქვეყნის საამაყოდ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content