13 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საშემოდგომო გაწვევის #1 სხდომა გაიმართა

13.09.2019წ.

13 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საშემოდგომო გაწვევის #1 სხდომა გაიმართა.
საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, 61-ე მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’ , საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს # 360 დადგენილების თანახმად სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით შეიქმნა მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გამწვევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ემზარ საბანაძე – მუნიციპალიტეტის მერი, კომისიის თავმჯდომარე.
დავით ლებანიძე – მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომრის მოადგილე.
მირიან ქავთარაძე – საქართველოს შსს-ს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი.
დავით სირბილაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომდგენელი, კომისიის წევრი.
დავით ბერელიძე – მერიის განათლების, კულტურის, სპორტის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში, კომისიის წევრი.
ნინო მეტრეველი – ონის მუნიციპალიტეტის განათლები რესურს ცენტრის უფროსი, კომისიის წევრი.
ზაზა ისაკაძე – ონის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს ონის რაიონული განყოფილების უფროსი , კომისიის წევრი.
ქეთევან მელაშვილი – მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი