19 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

19.08.2019წ.

19 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
მერმა სამსახურის უფროსებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ .
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.
მერის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების უმკაცრეს კონტროლს, რათა დროულად და რაც მთავარია, ეფექტიანად მოხდეს საბიუჯეტო სახსრების ათვისება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
თათბირს ესწრებოდა შპს “კომუნალური სამსახურის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.