ნინი მეტრეველი ერთი წლით გაემგზავრება სასწავლებლად ამერიკაში

by magda

12.09.2019წ

ონის მუნიციპლიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლის მე -12 კლასის მოსწავლემ, ნინი მეტრეველმა, წარმატებით გაიარა მომავლის ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX-ის) კონკურსის ყველა ეტაპი . კონკურსში 6000 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, 90 საუკეთესოთა შორის ნინი მეტრეველიც გამოვლინდა .
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (15-17 წლის) მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ ამერიკის კულტურას, ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. ნიჭიერი და მიზანდასახული გოგონა ერთი წლით გაემგზავრება სასწავლებლად ამერიკაში.
ონის მუნიციპალიტეტი ულოცავს ნინის ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს ცხოვრების გზაზე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content