ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები-ოთარ არევაძემ და დავით ფერაძემ ონის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

by magda

07,08,2019

  მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები-ოთარ არევაძე და დავით ფერაძე,რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე-გიორგი გონაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე-დიმიტრი საყვარელიძე და სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ქ. ონში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის ,სოფელ ღებში საჯარო სკოლის შენობის და სოფლებში უწერასა და ნიგვზნარაში სამედიცინო ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
ონის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N13 განკარგულებით 310 000 ათასი ლარი, ხოლო სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის,ჯამრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით 2019 წლის 15 მარტის N554 განკარგულებით 608 421 ლარი გამოეყო.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნული თანხით ხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content