ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

by magda

06,08,2019

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
სოფელ უწერაში დასრულდა არსებული წყალსადენის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები (სათავემდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 1000მ, მდ.ბეღლორზე ნაპირსამაგრის მოწყობა 250მ, წყალგამწმენდ ნაგებობაზე ფრაქციული ღორღისა და წყალმიმღები არხების მოწყობა).
შემსრულებელი: ი/მ ფრიდონ ორდინიძე.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა სოფლებში-შქმერი(ხარისთვალი,უშოლთა),მრავალძალი,წმენდაური,ბორცო,ახალი ჩორდი.
შემსრულებელი:შპს “კომუნალური სამსახური”.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content