ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა სოფელ ჭალაში

by magda

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელებში.
შეხვედრა დაიგეგმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2020 წლისთვის შესარჩევ პრიორიტეტულ პროექებთან დაკავშირებით.
შეხვედრის სეზონურობა მიზანმიმართულად დაემთხვა აგვისტოს თვეს, რათა პროექტების შერჩევაში მონაწილეობა, მუდმივ მაცხოვრებლებთან ერთად, მიიღონ სეზონურმა მაცხოვრებლებმაც და მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული დაინტერესებულთა აზრი.
სოფელ ჭალაში შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისათვის აქტუალურ საკითხებს, დაიგეგმა ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე, დასრულებული და მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content