18 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ,გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „რაჭა 2005“ – ის და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლობასთან

by magda

საუბარი შეეხო სამუშაო პროცეში გამოკვეთილ ხარვეზებს, შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს

მიმდინარე წლის 18 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან – დიმიტრი საყვარელიძესთან , სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „რაჭა 2005“ – ის და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლობასთან.
️ შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ჭალაში, მდინარე ჭალურაზე და სოფელ ჯინჭვისში, მდინარე გომრულაზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის, მდინარის კალაპოტის ფორმირების და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა.
საუბარი შეეხო სამუშაო პროცეში გამოკვეთილ ხარვეზებს, შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საზედამხედველო სამსახურის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content