ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შერჩეული პროექტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

10 ივნისს მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბოყვასა და სევაში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
სოფელ ბოყვაში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
შემსრულებელი: ი/მ დიმიტრი გოშაძე.
სოფელ სევაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
შემსრულებელი: ი/მ ონისე ხიდეშელი.
დღეის მდგომარეობით აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით მეწარმეების მიმართ შენიშვნები არ გამოკვეთილა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content