3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა

03.12.2020წ.

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირების დახმარებას გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობის და სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაში.
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას 2009 წელს მოაწერა ხელი.
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების და შეღავათების პროგრამით
არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, ტეტრაპლეგიის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზის, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზის, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზის გამო მყარი ნარჩენი მოვლენების, გონებრივი ჩამორჩენის, ეპილეფსიის, ფსიქიკური პრობლემების, III–IV ხარისხის სკოლიოზის, ორმხრივი ნეიროსენსორული (IV ხარისხის) სმენაჩლუნგობის და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომელთაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით, შემდეგნაირად:
ა) წლის განმავლობაში – 300 ლარი;
ბ) საახალწლო-საშობაოდ – 100 ლარი.
2) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა შემდეგნაირად:
ა) 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით –100 ლარი;
ბ) საახალწლო-საშობაოდ – 100 ლარი, თუ მათზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.