ფესტივალი ეთნო – ონი

by magda

27.08.2020წ.

27 აგვისტოს ,ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, ფესტივალი ეთნო – ონი ჩატარდა. ფესტივალი დაფინანსებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის UNDP- ს მიერ, “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში” პროექტის ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები.
 ფესტივალი გაიხსნა 12:00 გამოფენებით . დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის ღონისძიება :
რაჭული ფოლკლორის ზეიმი .
რაჭული სამზარეულოს დაგემოვნება,
ქართველი კალიგრაფების ჯგუფის გამოფენა დამთვალიერებეს საშუალება ქონდა ადგილზე ენახა შთამბეჭდავი ნამუშევრები და მონაწილეობა მიიღო რეწვის სახელოსნო “ედენას ” საჩვენებელ სწავლებებში სხვადასხვა მიმართულებით.
ახლაგაზრდა ონელი მოქანდაკის ზაურ გამყრელიძის ნამუშევრების გამოფენა.
ანსამბლ”ძირიანის” კონცერტი.
სიურპრიზები ფესტივალის სტუმრებისთვის .
ფესტივალი ეთნო – ონი წელს პირველად ჩატარდა და ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP- ს მიერ, “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში” პროექტის წარმომადგენლები ლილიანა მაისურაძე და ინგა მეტრეველი – გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content