ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ა(ა)იპ ორგანიზაციებში ვიზიტს აგრძელებს

by magda

2.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ა(ა)იპ ორგანიზაციებში ვიზიტს აგრძელებს.
2 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე , განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსთან მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის თანამშრომლებს შეხვდა.
დავით ჩიკვაიძემ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის , სპორტულ სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმ შედეგებისთვის, რითაც ონელმა ახალგაზრდებმა ამ ბოლო პერიოდში მრავალგზის ასახელეს მუნიციპალიტეტი, ასევე ისაუბრეს არსებული პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და მომავალი გეგმების შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა შენობა, სადაც აღნიშნული ა(ა)იპ სასპორტო სკოლის კომპლექსია განთავსებული და გაეცნო არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას,
დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ დაწესებულებებში ვიზიტს და თანამშრომლებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content