ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე , საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის თანამშრომლებს შეხვდა

by magda

23.06.2020წ.

23 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე , საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის თანამშრომლებს შეხვდა.
დავით ჩიკვაიძემ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ისაუბრეს მომავალი გეგმების შესახებ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კულტურის სახლი დაათვალიერა და გაეცნო არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
დავით ჩიკვაიძეა (ა)იპ დაწესებულებებში ვიზიტს და თანამშრომლებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content