ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქია გამოიწვია

18.06.2020წ

მიმდინარე წლის 18 ივნისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქია გამოიწვია: სოფ უწერაში, მდინარე მუშუანის ადიდების შედეგად რიონის დონემ კალაპოტში მნიშვნელოვნად მოიმატა და ეკლესიასთან გადასასვლელი საცალფეხო ხიდი მთლიანად მოწყვიტა, ასევე ქუთაისი ალპანა მამისონის 130-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ხელმძღვანელი პირები ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ შექმნილ სიტუაციას.