საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად, რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით გრძელდება

01.04.2020წ.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად, რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით გრძელდება.

მიმდინარე წლის 1 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად პიპილეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულება 210 820 ლარია, შემსრულებელი კი ი/მ -რუბენ ლუტიძე.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდება